ამიერიდან ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. ე.წ. ქუჩის ბავშვების პრობლემამ განსაკუთრებული სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა, რაც გასული წლის 26 დეკემბერს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის მოზარდი ემსხვერპლა. როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ეს ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ამიტომაც საჭიროა ბავშვების დაცვა მონობისგან, რადგან ამ ბავშვებს მათხოვრობისკენ მათივე მშობლები ან მესამე პირები უბიძგებენ.
რეფორმის საფუძველზე, სოციალურ მუშაკს საშუალება ექნება, უკიდურესი ზომის სახით, ძალადობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორივე ინსტანციაში.
გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, შემოდის „მიუსაფარი ბავშვის“ სტატუსი, რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისები იქნება მიბმული.
რა ხარვეზებია ახალ კანონპროექტში, ამის შესახებ For.ge-ს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ესაუბრა.
: მივესალმებით ახალ ინიციატივას კანონპროექტის სახით, რომელიც მთავრობას წარედგინა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. აქ სხვადასხვა რეგულაციაა შემოტანილი, პირველ რიგში, შემოდის ტერმინი „მიუსაფარი ბავშვი“. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილს, ამ მიმართულებით შეკითხვები გვაქვს. თუ კანონპროექტის მიზანია, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება, ამას შესაბამისი რესურსებიც უნდა ახლდეს. ჩვენი აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფო არასწორად არქმევს სახელს იმ პრობლემას, რომელზეც წერს კანონპროექტებს. მაგალითისთვის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა დანაშაულთან ასოცირებული მოვლენაა და არა მხოლოდ სოციალური სიდუხჭირის შედეგი, რომელსაც წლებია, სახელმწიფო სწორედ ამ კუთხით აწვდის საზოგადოებას. ვიმეორებ, ქუჩაში ბავშვის გასვლა, მუშაობა და ცხოვრება ორგანიზებული დანაშაულის შედეგია. ეს ორგანიზებული დამნაშავეები არიან, როგორც ამ ბავშვების კანონისმიერი წარმომადგენლები, ანუ მშობლები, ასევე,- მესამე პირები, რომლებიც მონეტარულ სარგებელს იღებენ ბავშვებისგან. ჩვენ ამას ვუწოდებთ თანამედროვე მონობას ბავშვების მიმართ.
No comments:
Post a Comment